1. ზოგადი დებულებები

1.1.        `ივანე ჯავახიშვილის ცენტრი~ (შემდგომ ტექსტში ცენტრი) არის არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირი,Aრომელიც დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, წინამდებარე   წესდებით, სხვა  საკანონმდებლო აქტების და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.

1.2.        ცენტრი რეგისტრაციის მომენტიდან წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ასევე მის ფარგლებს გარეთ, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განკერძოებული ქონება, საანგარიშწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში;

1.3.        ცენტრის დამფუძნებელია დავით სართანია: დაბადებული სენაკის რაიონის სოფ. ლეძაძამეში, 01. 01. 1958 წელს, პირადობის მოწმობა # 01027009244, # ბ 1375107, გაცემული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურის მიერ, მცხოვრები ქ. თბილისი, გლდანის დასახლება, წინამძღვრიშვილის 33, განათლება უმაღლესი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (ისტორიის დოქტორი), თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე;

1.4.        ცენტრს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და ემბლემით და ყველა სხვა საჭირო რეკვიზიტები.

1.5.        ცენტრი უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.

1.6.        ცენტრი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

1.7.        ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, გლდანის დასახლება, წინამძღვრიშვილის 33.

 

2. ცენტრის მიზნები და ამოცანები

2.1.        ცენტრის მიზანია შეისწავლოს ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობა მისი თანამედროვეობის კონტექსტში და ხელი შეუწყოს მიღებული შედეგების ჩართვას სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად   ცენტრის ამოცანებია:

2.2.        ივანე ჯავახიშვილისა და მასთან დაკავშირებული სხვა გამოჩენილ პირთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალების გამოვლენა, ელექტრონულად გადმოღება (დიგიტალიზაცია), შესწავლა და სისტემატიზაცია;

2.3.        ცენტრის ვებგვერდის შექმნა, მომსახურება და განახლება;

2.4.        ივანე ჯავახიშვილთან დაკავშირებული მასალების ივანე ჯავახიშვილის პერსონალურ ვებგვერდზე ასატვირთად მომზადება და ატვირთვა;

2.5.        ივანე ჯავახიშვილის თვალთახედვის არეში არსებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი თემატური საკითხების კვლევა;

2.6.        ივანე ჯავახიშვილის  ეპოქის ძირითადი საზოგადოებრივი პრობლემების კვლევა;

2.7.        ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის კონტექსტში სამი დიდი თაობის _ ივანე ჯავახიშვილის წინამორბედ მოღვაწეთა, თანამებრძოლთა და მემკვიდრეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის საკითხების კვლევა.

2.8.        სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ლექციების და დისპუტების გამართვა ივანე ჯავახიშვილის და მის თანამედროვეთა ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების თემებზე _  `ივანე ჯავახიშვილის საუბრები~-ს ფორმატში.

2.9.        კონფერენციის ჩატარება ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისათვის;

2.10.      ცენტრის მიერ მომზადებული ორიგინალური თუ ნათარგმნი ნარკვევების, შრომების, ალბომების და სხვა სახის სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომებისა და პერიოდიკის გამოცემა, როგორც ბეჭდურად, ისე ელექტრონული ფორმატით;

 

3. ცენტრის საქმიანობის ფორმები

3.1.        აწყობს კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს როგორც საკუთარი ძალებით, ისე ადგილობრივი და უცხოელი დონორების მონაწილეობით;

3.2.        თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

3.3.        ადგენს პროექტებს და ახორციელებს მათ საკუთარი შემოსავლებით ან დონორების დახმარებით;

3.4.        ქმნის სასწავლო ცენტრებს/დაწესებულებებს კანონმდებლობით დაგენილი იურიდიული ფორმების/სტატსუსის შესაბამისად;

3.5.        ეძებს პარტნიორებს და ერთობლივად ახორციელებს, როგორც საკუთარ, ისე პარტნიორების მიერ შემუშავებულ პროექტებს;

3.6.        ახორციელებს საგამომცემლო და საინფორმაციო საქმიანობას, გამოსცემს შესაბამის ლიტერატურას და ქმნის ტელე-რადიო პროდუქციას;

3.7.        ამყარებს კავშირებს და თანამშრომლობს ანალოგიური/მომიჯნავე პროფილის მქონე ორგანიზაციებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

3.8.        ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

4. ცენტრის მართვა

4.1.        ცენტრს ყველა დონეზე წარმოადგენს მისი დამფუძნებელი, რომელიც ერთადერთი  უფლებამოსილი პირია და ეწოდება `ცენტრის ხელმძღვანელი~;

4.2.        ცენტრის ხელმძღვანელი:

4.2.1.     წარმართავს ცენტრის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;

4.2.2.     ახორციელებს ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების ოპერატიულ მართვას, აწარმოებს ფინანსურ ანგარიშებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;

4.2.3.     ადგენს და ხელს აწერს ცენტრის ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;

4.2.4.     შეიმუშავებს ჩასატარებელ ღონისძიებათა ნუსხას;

4.2.5.     აკონტროლებს პროექტების განხორციელების მიმდინარეობას;

4.2.6.     არ იღებს ცენტრის ხელმძღვანელობისათვის გასამრჯელოს, მაგრამ უფლება აქვს შესაბამისი ანაზრაურებით მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მიერ მომზადებულ დაფინანსებულ პროექტების განხორციელებაში;

4.2.7.     ქმნის 9 წევრისაგან  შემდგარ ექსპერტთა საბჭოს;

4.5         ექსპერტთა საბჭო მხოლოდ სარეკომენდაციო წინადადებებს შეიმუშავებს და არ წარმოადგენს ცენტრის ხელმძღვანელ ორგანოს;

4.4.        ექსპერტთა საბჭოს წევრებად შესაძლებელია მოწვეულ იქნან აკადემიური ხარისხის მქონე პირები იმ სამეცნიერო დარგებიდან, რომლებზეც მუშაობდა ივანე ჯავახიშვილი: არქეოლოგია, გეოგრაფია, ეთნოლოგია, ენათმეცნიერება, ისტორია, პოლიტოლოგია და ა. შ.;

4.5.        ექსპერტთა მოწვევა ხდება ერთი წლით და მათი მოწვევის ჯერადობა შეუზღუდავია;

4.6.        ექსპერტთა საბჭოს იწვევს, დღის წესრიგს ადგენს და სხდომას წარმართავს ცენტრის ხელმძღვანელი;

4.7.        ცენტრის საპატიო წევრებად ჩაირიცხება ყველა ის პირი, რომლებსაც თავიანთი საზოგადოებრივი მოღვაწეობითა და შემოქმედებით ან მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის დაცვის, შენახვის, შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში მიუძღვით ღვაწლი; 

4.7.1.     საპატიო წევრებს უფლება აქვთ: დაესწრონ ექსპერტთა საბჭოს სხდომებს და გამოთქვან თავიანთი აზრი განსახილველ საკითხებზე;

4.7.2.     დამფუძნებლისაგან მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ;

4.8.        ცენტრის საფინანსო ოპერაციების კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი მაკონტროლებელი ორგანოების მიერ;

 

5. ცენტრის ქონება, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა

5.1.        ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი, საბრუნავი საშუალებები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც ასახულია მის დამოუკიდებელ ბალანსში და საჭიროა ამ წესდებით გათვალისწინებული მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის.

5.2.        კანონით დადგენილი წესით ცენტრის სახსრები იქმნება:

5.2.1.     დამფუძნებლის შენატანით;

5.2.2.     ქართველი და უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების უსასყიდლო და საქველმოქმედო შემოწირულობებით;

5.2.3.     ანდერძით მიღებული ქონებით;

5.2.4.     გრანტებით;

5.2.5.     საკუთარი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით;

5.2.6.     კანონით დადგენილი წესით ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებით;

5.2.7.     ყველა  სხვა წყაროთი მიღებული შემოსავლებიდან, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან   კანონმდებლობას;

5.3.        ცენტრს შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობანი, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები,  ინვენტარი და სხვა ქონება, რაც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.

5.4.        თავისი მიზნების მისაღწევად ცენტრს უფლება აქვს განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, დააფუძნოს საწარმოები და სამეურნეო ანგარიშიანი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობიდან მიღებული მოგება გამოიყენოს მხოლოდ საწესდებო მიზნების მისაღწევად;

5.5.        ცენტრს უფლება აქვს განახორციელოს კანონით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წესდებაში გათვალისწინებული.

5.6.        ცენტრის შესაძლო ლიკვიდაციისას დარჩენილი ქონება გადაეცემა ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს;

 

6. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა

6.1.        ცენტრის ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

6.1.1.     რეგისტრაციის გაუქმებისას.

6.1.2.     თუ ცენტრი არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე.

6.1.3.     თუ ცენტრი რეორგანიზაციით დაშორდება წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ მიზნებს;

6.2.        ცენტრის ლიკვიდაცია შეწყვეტილად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ცენტრის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

Copy Protected by Chetan's WP-Copyprotect.