

ივანე
ჯავახიშვილის
მემკვიდრეობა


„არცერთ ეროვნებასა და ქვეყანას არ შეუძლიან შეუჩერებელი კულტურული ზრდა, თუ რომ მას შესაფერისად განვითარებული და მუდამ წარმატებაში მყოფი მეცნიერება არ აბადია. ერის ყოველი წარმატება, თვით ნივთიერი კულტურის სფეროშიაც-კი თეორიული მეცნიერების წარმატებასა და აღმოჩენებზეა დამოკიდებული“.



„თუნდაც რომ გამოკვლევამ ქართველ მეცნიერს დაანახოს რომ იმის სამშობლოს წარსული თავისებურსა და დიადს არაფერს წარმოადგენს, მაინც იგი არ უნდა შეუშინდეს თავისი დასკვნის გამოქვეყნებას... თუ წარსულში რაიმე ნაკლი გვქონდა, ამას დამალვა კი არა, გამომჟღავნება უნდა: მხოლოდ იმას, ვინც თავის ნაკლს შეიგნებს, შეუძლია იგი თავიდან მოიშოროს“.


„თუ ჩვენ გვსურს ჩვენი ერის გონებრივსა და კულტურულს ნორჩს აღორძინებას ფესვები გავუმაგროთ, მთელი ჩვენი ძალღონით ქართულ მეცნიერების შექმნას და აყვავებას უნდა ხელი შევუწყოთ“.



„სამეცნიერო მუშაობისათვის, ნიჭს გარდა, ცოდნის მოყვარეობის დაუშრეტელი სიყვარული, კვლევა-ძიების წყურვილით თავდავიწყებამდე გატაცება და შეუდრეკელი ნებისყოფაა საჭირო. უსიყვარულოდ და უნებისყოფოდ, თავგანწირულებისათვის მზაობის გარეშე, არც ერთი დიდი საქმის გაკეთება არ შეიძლება, მით უმეტეს მეცნიერებაში, რადგან მეცნიერის ზნეობრივი პასუხისმგებლობა დიდია და ნივთიერი კეთილდღეობის თვალსაზრისით, მძიმე“.


„ყოველი განათლებული ეროვნებისათვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია; უნდა იცოდეს, რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი“.


„ისტორიკოსი მოვალეა მხოლოდ მეცნიერულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს ამა თუ იმ ერის წარსული, გამოირკვიოს, რა და რა პირობებსა და მიზეზებზე იყო დამოკიდებული სახელმწიფო, მისი საზოგადოებრივი და ზნეობრივ-გონებრივი განვითარება და წარმატების მიმდინარეობა… ყოველი განათლებული ეროვნებისათვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია; უნდა იცოდეს, რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი“.


„თუნდაც რომ გამოკვლევამ ქართველ მეცნიერს დაანახოს რომ იმის სამშობლოს წარსული თავისებურსა და დიადს არაფერს წარმოადგენს, მაინც იგი არ უნდა შეუშინდეს თავისი დასკვნის გამოქვეყნებას... თუ წარსულში რაიმე ნაკლი გვქონდა, ამას დამალვა კი არა, გამომჟღავნება უნდა: მხოლოდ იმას, ვინც თავის ნაკლს შეიგნებს, შეუძლია იგი თავიდან მოიშოროს“.